ყველაზე გარყვნილები მსოფლიოში

ოდესმე დაფიქრებულხართ რომელი ბიოლოგიური ორგანიზმი თუ სიცოცხლის ფორმა შეიძლება იყოს ყველაზე გარყვნილი? არავისთვისაა უცხო, ის ფაქტი, რომ ცხოველებსაც გააჩნიათ სექსუალური ცხოვრება. ადამიანებისგან განსხვავებით ისინი უფრო მსუბუქად უყურებენ მას და ჩემი მეზობლის ძაღლებით თუ ვიმსჯელებთ არც ინცესტის საწინააღმდეგო აქვთ რამე ხშირ შემთხვევაში. შეიძლება გინახავთ კიდეც რამდენიმე მათგანის სექსი, მაგალითად, ძაღლების, კატების, ცხენების, ვირების, ქათმების და სხვათა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ სწორი შთაბეჭდილება შეგექმნას ზოგადად ცხოველთა სექსუალურ სამყაროზე. უმეტესად, რა სექსიც ჩვენ გვინახავს ცხოველებში, დიდი მრავალფეროვნებით ისინი ნამდვილად არ გამოირჩევიან. ეგრეთწოდებული „რაკამ“ მათი მთავარი პოზაა. ოთხფეხა ცხოველების. ჩლიქოსნებისა თუ კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების.

თუმცა ბუნებაში არსებობენ ქმნილებები, რომლებიც დანარჩენ ცხოველებს ნამდვილად არ ჰგვანან და მათი სექსუალური ფანტაზია და სქესობრივი კავშირები შოკის მომგვრელია და ეს ბიოლოგიური ორგანიზმი თუ სიცოცხლის ფორმა გახლავთ მწერი, არც მეტი არც ნაკლები „საწოლის ბაღლინჯო“ – იგივე „Cimex lectularius“.

პირველი, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ პრიაპიზმი მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ვისაც აქამდე არ სმენია ამის შესახებ, პრიაპიზმი არის ხანგრძლივი ერექცია, რომელიც ადამიანებშიც ვლინდება და ხშირად ექიმის ჩარევის გარეშე არ გადის. მამაკაცების შემთხვევაში, ამას შეუძლია სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ისეთი პრობლემები, როგორიცაა პენისის განგრენა და მისი ამპუტაციის აუცილებლობა. თუმცა, როგორც ჩანს, ბაღლინჯოებს ეს არ აწუხებთ. პირიქით, მათ მუდმივი ერექცია აქვთ და ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერექციას მშვინივრად იყენებენ და ძალიან ხშირად ჟიმაობენ. შეიძლება ითქვას წარმოუდგენლად ხშირად. დაახლოებით დღეში ორასჯერ.

როგორია?

დამახასიათებალი თვისებებია: ჰომოსექსუალიზმი და პარტნიორისადმი მხეცური მოპყრობა. უცნაურია, მაგრამ ისინი ძალიან ძნელად არჩევენ ერთმანეთისგან საკუთარ მოდგმას სხვა არსებებისა თუ საგნებისაგან და შესაბამისად, გაცილებით უფრო რთულად არჩევენ ერთმანეთისგან მდედრობითი და მამრობითი სქესის ბაღლინჯოებს. რა თქმა უნდა, ეს უკვალოდ არ ქრება და მათი სქესობრივი აქტების ორმოცდაათი პროცენტი ჰომოსექსუალურია. ოცი პროცენტი მოდის სხვადასხვა სახის არსებებზე და უსულო საგნებზე, ანუ ოცი პროცენტის შემთხვევაში ისინი ჟიმავენ ყველას და ყველაფერს. ხოლო მათი სქესობრივი კავშირების მხოლოდ ოცდაათი პროცენტი მოდის მდედრობით ბაღლინჯოებთან, ნატურალური თუ, რაც ჰქვია.

მათი აგებულება კიდევ უფრო გასაოცარია, ვიდრე მათი ფანტაზიები. ეს მხოლოდ სიტყვები ნამდვილად არაა. წარმოიდგინეთ, უბრალოდ დაფიქრდით, იმაზე, რომ ისინი ფლობენ პენის-პერფორატორებს, ანუ პენისს, რომელსაც გახვრეტის უნარი, პენისი-დრელი, პენისი-ბურღი, უამრავი რამე შეიძლება ეწოდოს მას, მაგრამ შინაარსი ნამდვილად უცვლელია.

საკუთარ ტანთან შედარებით, მათ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი პენისები აქვთ და, რაც უნდა გასაოცარი იყოს ამ პენისებს აქვთ წვეტიანი და მჭრელი თავები. ისინი ამ თავისი, შპრიცის მაგვარი პენისებით განგმირავენ-ხოლმე თავის რჩეულ, ქალბატონ ბაღლინჯოებს და უტოვებენ თესლს, ყველგან, სადაც კი მოუხერხდებათ, თავში, მუცელში, ფეხებში, ზურგში და ზოგჯერ გულშიც კი. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არავითარ ზიანს არ აყენებს მდედრ ბაღლინჯოებს, თუმცა ისმის კითხვა, როგორ უნდა დაფეხმძიმდნენ ისინი ასეთ შემთხვევაში? ეს, მართლაც, კარგი კითხვაა, რომელსაც მათი შემდეგი თავისებურებისკენ მივყავართ.

შემდეგი თავისებურებანი კი არიან, ფეხმძიმე ქალწულები. გარედან მათი ვაგინა ხელუხლებელი ჩანს, თუმცა ზურგიდან ეს ქალბატონები პენისით არიან გახვრეტილები. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ გადარჩებიან სპერმატოზოიდები სისხლში? ესეც არანაკლებ საინტერესო კითხვაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის. სინამდვილეში კი მათაც, როგორც ჩვეულებრივ მისთვის უცნობ მიკრობებს, მათივე იმუნური სისტემა ანადგურებს. იმისათვის, რომ ასობით გამეტს მიზნის მიღწევის შანსი მისცენ, მამრი ბაღლინჯოები გამოყოფენ ძალიან დიდი რაოდენობის სპერმას. შედარებისთვის რომ ავიღოთ, შეიძლება ითქვას, რომ ბაღლინჯო ადამიანის ხელა რომ ყოფილიყო ყოველი ეაკულაციის დროს ის გამოჰყოფდა ოცდაათ ლიტრ სპერმას. ანუ, გამოდის, რომ სპერმაში დაახჩობდა პარტნიორს. ასეთი სიუხვის შემთხვევაში, სპერმის გარკვეული რაოდენობა აუცილებლად გადაურჩება იმუნურ სისტემას. ისინი არტერიათა ღრმულებში და ვენებში შემალულები დაუცდიან საკუთარი მოქმედების დროს.

ქალბატონი ბაღლინჯოები ამ „ანდერგრაუნდშიკი“ სპერმატოზოიდებით სავსე ატარებენ მთელ ზამთარს. გაზაფხულობით კი სპერმატოზოიდებს საკუთარი ინსტინქტი უხმობს და ისინი სხეულის ყველა მხრიდან იწყებენ სვლას, თავიდან, ფეხებისა და მუცლის ღრუდან. საკვერცხეების გარშემო გროვდებიან, ხვრეტენ მას და შიგნით ძვრებიან. ამის შემდეგ კი განაყოფიერების ციკლი ჩვეულებრივად გრძელდება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონი ბაღლინჯოები სასქესო ორგანოების მრავალრიცხოვნებით გამოირჩევიან. იქიდან გამოდინარე, რომ ბატონი ბაღლინჯოები, სადაც უნდათ იქ თხრიან მათ საკუთარ პენისებს, ქალბატონი ბაღლინჯოები შავი წერტილების მაგვარი შრამებით არიან დაფარულნი, რომლებიც სამიზნეებს მიაგვანან. ამ სამიზნეების რაოდენობის დადგენით შეგიძლია მიხვდე რამდენი სქესობრივი აქტი გადაიტანა ბაღლინჯომ.

ბუნებამ თავისი ასეთი ღადაობა შესანიშნავად გაამყარა იმით, რომ გასაოცარი ადაპტაციის მექანიზმი გამოიგონა. თაობების მანძილზე განვითარებულმა მუტაციამ წარმოუდგენელი შედეგები გამოიღო. ქალბატონი ბაღლინჯოები უკვე ზურგზე ბუნებრივი სამიზნეებით ჩნდებოდნენ, რომელიც შავია და ღია ფერის რკალი აკრავს. ყოველი ასეთი წერტილი შეესაბამება ვაგინას, დამატებით სასქესო ორგანოს. დღეისათვის ეს თავისებურება მათ უკვე არსებობის ყველა სტადიაზე თან სდევთ. მათ ახლა შრამების ნაცვლად რამდენიმე დამატებითი სასქესო ორგანო აქვთ ზურგზე.

რა ხდება მაშინ, როცა ერთი მამრი ბაღლინჯო ხვრეტს თავისი პერფორატორი პენისით მეორე მამრს? ამ შემთხვევაში სპერმა არ კვდება, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაც ბაღლინჯოს ორგანიზმშია, ის მაინც აგრძელებს საკვერცხეების ძებნას. ბოლოს კი, როცა ის ხვდება რომ ამ ორგანიზმში საკვერცხეებს ვერასდროს იპოვნის და დროა თავს უშველოს, მაშინვე ამ სხეულის პატრონის სპერმას უერთდება. ეს კიდევ ერთ უცნაურობას განაპირობებს, კერძოდ იმას, რომ როცა ის, ანუ პასიური გეი ბაღლინჯო ურთიერთობას ამყარებს მდედრობით ბაღლინჯოსთან მას არა მხოლოდ საკუთარი სპერმა შეჰყავს მასში, არამედ იმისიც ვისთანაც მას ჰქონდა ჰომოსექსუალური კავშირი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაც მათ ახასიათებთ.

კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება,რაც მათ ახასიათებთ არის ჰერმაფროდიტიზმი. ბუნება არ იღლება თავისი უცნაური ექსპერიმენტების ტარებით ამ უცნაურ ქმნილებებზე. არა მხოლოდ მდედრობითი, არამედ მამრობითი ბაღლინჯოებიც განიცდიდნენ მუტაციას. მაგალითად აფრიკაში ცხოვრობენ ბაღლინჯოები სახელად „Afrocimex constrictus“, რომლებსაც ზურგზე საშოები აქვთ. თუმცა ამ საშოების მიუხედავად, ისინი არ ნაყოფიერდებიან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს საშოები ან უბრალო დეკორაციას უნდა წარმოადგენდნენ, ან კიდევ ჰომოსექსუალური კავშირების წასახალისებლად ებოძათ და ამას მშვენივრადაც ახერხებენ.

მათი სექსუალური ცხოვრების კიდევ ერთი დამახსიათებელი თვისება არის პენისი-იარაღი, რომელიც გარკვეულ დისტანციაზე ისვრის სპერმას. ამ პენისი-იარაღით აღჭურვილნი და შეიარაღებულნი არიან ტროპიკული ბაღლინჯოების ზოგიერთი სახეობები. მაგალითად, „Antochorides scolopelliens“. მათი სათესლე არხი წარმოადგენს დიდ, სქელ, ხვეულ, სპირალურ მილს, სადაც სათესლე სითხე შეკუმშული ფორმით ინახება. სპეციალური კუნთების ზემოქმედების შედეგად ის დიდი სისწრაფით ისვრის ამ სპერმას საკუთარი სხეულიდან. ამიტომ, როცა ბატონი ბაღლინჯო თავისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მიმავალ ან მდგარ ქალბატონ ბაღლინჯოს ხედავს, ის დგება და საკუთარ იარაღ-პენისს მის სამიზნიან საშოს უმიზნებს, რომელიც ზურგზე აქვს განლაგებული და ესვრის. ეს სპერმული ჭურვი ჰაერს სწრაფად მიაპობს. თქვენ წარმოიდგინეთ გასროლას იმხელა სიმძლავრე აქვს, რომ სპერმა უპრობლემოდ ხვრეტს მისი ჯავშნის დაუცველ ადგილებს, სადაც მას ვაგინა აქვს განლაგებული და მასში აღწევს, რომ კიდევ ერთი თავისნაირი სექსუალური მანიაკი მოავლინოს ქვეყანას.

ასეა. ასეთია სამყარო სინამდვილეში. უფრო სწორედ, ასეთიც არის და ისეთიც და ალბათ ცოტათი ისეთიც, როგორსაც ჩვენ გვასწავლიდნენ ბავშვობაში, და არა მარტო ზოოლოგიის მასწავლებლები რა თქმა უნდა არამედ სხვებიც. მე როცა ამ ყველაფერზე ვიღებდი ინფორმაციას უცებ ის ადგილი გამახსენდა ბიბლიიდან, სადაც წერია, რომ როცა ღმერთმა საყარო შექმნა და ყველაფერი რაც სამყაროშია და მათ შორის ალბათ ბაღლინჯოებიც, გადახედა და მოეწონა იგი. ბიბლიის პირველსავე წიგნში წერია, დაბადებაში. ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მწარედ გაგეცინება და მიხვდები, თუ რამდენი ტყუილი გვითხრეს ღმერთზე, ბუნებაზე, სამყაროს შემოქმედზე, უცხო პლანეტელზე, თუ რაც არის ყველაფრის დასაბამი და როგორი… სულ სხვანაირია ის, როცა მის ქმნილებებს ვეცნობით.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: