ამერიკის პასუხი

რაიან ვან ვინკლი

ფილოსოფოსებმა მხოლოდ სხვადასხვა კუთხით ახსნეს სამყარო, მთავარი კი მისი როგორღაც შეცვლაა.
კარლ მარქსი.

X

რაიან,
შენი ლექსები არ არის ბომბები.

რაიან,
რატომ არ არის შენი ლექსები ბომბები?

შენ ლექსებში კაცები არსად მიდიან მანქანებით და კურსდამთვრებულებივით ლაპარაკობენ.

რაიან,
ნუ გაუგზავნი ლექსებს უნივერსიტეტებს, კედლებს მიაშხეფე. დაელოდე იქნებ გაგრძელდნენ.

მიაწერე ღია ბარათებს, გახსენი ნარკოტიკებში, ბოთლების ფსკერზე.

X

რაიან,
მე ვიცი, რომ შენ იცი სად დაამზადეს შენი მაისური, თვალით მანიშნე საიდანაა ეს დროშები.

შენ იცი, როგორ მწიფდებიან ბანანები.
შენ იცი, რომ იქ არის მთები და მინდვრები,
შენ არ ძალგიძს ხეტიალი და ყვითელ ყვავილთა კრეფა.
შენ ხედავ გოგოს, რომელიც ნაღმს არწევს ხელებში, ნაზს
როგორც კატას, მას სასაჩუქრე თაგვი მიაქვს სახლში.

X

რაიან,

შენ თორმეტამდე ლექსი დაწერე მარტივ რიცხვებზე ლექსები, ჩაის ფინჯნების ფორმებზე.

ლექსები, ლექსები, ლექსები,

ჭუჭყიან თეთრეულზე.

ლექსები, ლექსები, ლექსები,

სერენადა შენი ძველი მანქანისთვის,

ლექსები, ლექსები, ლექსები,

მონატრება ცარიელ ზღვაზე.

ლექსები, ლექსები, ლექსები,

კვადრატულ ფესვებზე, დივიდენდებზე.

შენ კვირები მოანდომე ამ ჭანჭიკების ტრიალს.

სულ ცოტა, მუშაობა მაინც შეგეძლო

სიგრილეში და სიბნელეში

სულ მცირე შეგეძლო გემარხულა,

ისე, რომ შენი გაფლანგული დრო

მხოლოდ შენი ყოფილიყო.

რაიან,

ეს ციფრებია „ნიუს უიკიდან“: 123 ადამიანი გაათავისუფლეს

სიკვდილით დასჯისგან 1973 წლიდან.

ეს რიცხვებია „ტაიმ მაგაზინიდან“: 47, 440 მოქალაქე მოკვდა ერაყში. მინიმუმ.

არის თუ არა ეს საკმარისად მარტივი რიცხვი?

გენერალი ტომი ფრენკსი იფურთხება.

„ჩვენ არ ვითვლით გვამებს“.

რატომ არცერთი პოეტი არ ითვლის, რაიან?

47, 440 ლექსია დასაწერი.

X

რაიან,

რატომ არ კითხულობენ შენს ლექსებს ახალ ამბებში? შეუძლიათ შენს ლექსებს სცადონ,

პენტაგონის ჰაერში აწევა? არ შეუძლიათ მათ სცადონ შაშხანების ყვავილებად ქცევა?

შენ ნამდვილად გრცხვენია

ხოროსთან ქადაგების?

ნუთუ ამდენად ჯობია ამას კოშკში ღიღინი?

ომი ყველგანაა, ის წვიმს

გამუდმებით და ისინი კი წყალს ასაღებენ ჩვენზე

X

რაიან,

შენ გინდა წაიკითხო წიგნი, საკოზე და ვანცეტიზე.

გახსენი ფანჯარა, ისინი ცოცხლობენ და გარეთ

მოწყალებას ითხოვენ.

შენ არ გყავს თანამეკალმე სიკვდილის რიგში.

შენს ლექსებს არავინ ამართლებს, დაიცავი ისინი.

X

რაიან,

ხომ არ გინდა სირაკუზეში დაბრუნება, გამოძრომაზე მეოცნებე მკვდარი ჭიებით?

ასე ადვილია ეს, შენს თბილ და მატყლის სვიტერში? შეგიძლია აღარ ჩაიხედო ნაცრისფერ წვიმის ყუთებში,

შენი კანი არ ცახცახებდა
ჭუჭყიანი ტბების გამო,
უწესრიგობა GE-მ რომ ქნა,
ჯონსონ სითის გოგონები,
მწვავე ლიმფომით,
კომპანიები გაქრნენ,
როგორც კაცებმა
დატოვეს მინები.

X

რაიან, რაიან, რაიან

რატომ ზიხარ სახლში მარტო და ტენისონით სევდიანდები?

რატომ არ ხარ ახლა ქუჩებში კოქტეილებით და ჩვარით ფეხებთან არ ტვირთავ ლექსებს კატაპულტებში?

რატომ ხარ ისეთი კმაყოფილი რო ჯღაბნი ქაღალდის ნავებს და უშვებ მათ
ობოლ ბავშვებთან?

რაიან, რაიან, რაიან

შენ დილას გაზეთებიდან მოსაწყენი ფრაგმენტების კითხვაში ატარებდი
ანუ ერთხელაც დაწერ ლექსს, რომელიც იქცევა წიგნად რომელსაც არავინ წაიკითხავს,

ლექსი რომელიც იტყვის, ხალხო, ხალხო გაიღვიძეთ
დადეთ თქვენი წვიმის ჩანთები და დაიწყეთ
თქვენი ტყნაური ქუჩებში. გვაქციეთ თქვენს ულამაზეს მულატ ნაშებად.
ხალხო, ხალხო,
გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ
დადგა ეს დღე.

X

რაიან,

რატომ კითხულობ ყოველთვის სპორტზე ჰოლივუდურ რეპორტაჟებში?
როდის იქნები ღირსეული, თუნდაც ერთადერთი ტროცკისტი?

თარგმანი: ზაზა კოშკაძე


One Response to “ამერიკის პასუხი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.